суббота, 28 июня 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის  მესამე  დღე

გავიხსენეთ  ვორდში მუშაობის წესები,შევქმენით  ბუკლეტები;განვიხილეთ მე-2  მოდული,ვნახეთ სხვა მასწავლებლების  პროექტის  ნიმუშები,ვიმსჯელეთ  თითოეულ პროექტზე,დავაფიქსირეთ  საკუთარი მოსაზრება;
ქალბატონმა  დიანამ განსაკუთრებით  ყურადღება  გაამახვილა ე.ს.გ-ით მისაღწევ  ინდიკატორებზე,რაც ჩვენს  მიერ  დასახულ  მიზანთან  პირდაპირ  კავშირში  უნდა  იყოს.ყურადღება გაგვამახვილებინა ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ  კითხვებზე,თითოეულ  შეკითხვის  ტიპზე  მოვიყვანეთ შესაბამისი მაგალითები.დავალებაც შესაბამისი მოგვცა.
    დღევანდელი დღე  ჩემთვის ძალიან  ნაყოფიერი იყო,ბევრი რამ ახალი  გავიგე  ,ვფიქრობ  პროექტის  გაკეთებას  კარგად  ვისწავლი,რაც  ქალბატონ  დიანას  დამსახურება იქნება.




среда, 25 июня 2014 г.

ტრენინგის 1-2 დღე

ტრენინგი -სახელწოდებით-ინტელექტის  ძირითადი კურსი "პროექტზე აფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება",რომელსაც  გვიკითხავდა ქალბატონი  დიანა  მიქაძე  ძალიან  ნაყოფიერად  დაიწყო.
პირველ  დღეს  ტრენერმა აგვიხსნა ამ  ტრენინგის  მნიშვნელობა, რამდენ  საათიანია,გაგვაცნო  რა  არის  პროექტი,როგორ  უნდა  შევქმნათ რა მიზანს
 ემსახურება და  რა  შედეგზე უნა  გავიდეთ.
გავიგე რომ ჯერ უნდა  დავისახო მიზანი,მიმდინარეობა  ხდება  სწავლა-კეთებით და საბოლოოდ  უნდა გავიდეთ ე.ს.გ-ით გათვალისწინებულ  შედეგზე.
არსებობს დიდი და პატარა პროექტი;დიდი პროექტის შექმნისას სჯობს მარტო  ერთ  ინდიკატორზე არ  გავიდეთ,არამედ გავიდეთ  რამდენიმეზე  ერთად.აგრეთვე  ძალიან  მომეწონა ელექტრონული წიგნი.
გამაცნო  სხვადასხვა  მზა პროექტი,რითაც უფრო  ნათელი  წარმოდგენა  შემექმნა
პროექტის  შაბლონზე.
პირველ  დღეს ვაფასებ  დადებითად,რადგან ტრენერი საუბრობდა მეტად საინტერესოდ ,  მოახერხა ჩემი დაინტერესება ამ ტრენინგით და ამიმაღლა   მოტივაცია.
      მეორე დღე-ისევ  საინტერესოდ  დაიწყო  ტრენინგი -ვისწავლე ბლოგის შექმნა ,ვისაუბრეთ  პროექტებზე რა მიზანს  ვისახავდით,რა შედეგზე  გავიდოდით.
ამ დღესაც  დადებითად ვაფასებ ,რადგან უფრო  მეტი  სტიმული  მომცა შემდგომი მუშაობისათვის.