вторник, 24 ноября 2015 г.

პროექტის მსვლელობის ამსახველი ფოტომასალა
პროექტის რეფლექსია
2014 წელს გავიარე ტრენინგი ინტელის ძირითადი კურსი "პროექტზე დაფუძნებული სწავლება"- ტრენერი ქალბატონი დიანა მიქაძე.
ტრენინგის პერიოდში ვიმუშავე პროექტზე "პატარა მეფუტკრეები",რომლის ამსახველ მასალასაც იხილავთ ჩემს გვერდზე;
     ხოლო 2015 წელის მაისში გადავწყვიტე  განმეხორციელებინა ახალი პროექტი:"ჩვენ გვიყვარს იაკობ გოგებაშვილი".პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო,მოსწავლეები ბოლომდე ჩართულები იყვნენ სამუშაო პროცესში,პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა შეიძინეს როგორც საბაზისო უნარჩვევები,( ისინი-  პროექტის განმავლობაში თავინთი მუშაობის ამსახველ ფოტომასალას powerpoint-ში სლაიდების სახით წარმოადგენდნენ,მუშაობდნენ ვორდის დოკუმენტში) ასევე გაიცვნეს იაკობ გოგებაშვილი ,როგორც არამარტო "დედაენის" შემქმნელი და საბავშვო მწერალი,არამედ როგორც სამშობლოს ერთგული დამცველი ,ქვეყნის სადარაჯოზე მდგარი პიროვნება,რომელმაც პირადი ბედნიერება ქართველი ხალხის კეთილდღეობას ანაცვალა.პროექტის განმავლობაში მოსწავლეები მწერლის სხვადასხვა მოთხრობებს გაეცვნენ,განსაკუთრებით დააინტერესათ ისტორიულმა მოთხრობებმა,რომელიც არ აძლევს მომავალ თაობებს ქვეყნის წარსულისა და გმირული ცხოვრების დავიწყების საშუალებას;უფრო მეტად გაიგეს  დედაენის მნიშვნელობა და  კიდევ უფრო მეტად შეიყვარეს  ეს სასიქადულო მამულიშვილი;პროექტის საბოლოო პროდუქტი წიგნის სახით წარმოადგინეს ,რამაც მოსწავლეებში აამაღლა წიგნიერების  კომპენტენცია,გახდნენ უფრო თავდაჯერებულნი,აუმაღლდათ თვითშეფასება,გახდნენ დამოუკიდებელნი და  კრიტიკულად მოაზროვნეები.
მაია ტოგონიძის პროექტის პორტფოლიო (განხორციელებული ბოლო პროექტი)

პროექტის სანახავად იხილეთ ბმული

суббота, 12 июля 2014 г.

                                                      პროექტის  მე-9   დღე

ამ  ტრენინგით  ბევრი  რამ ვისწავლე,რაც ქალბატონ დიანას დამსახურებაა.
პირველ რიგში შემექმნა  წარმოდგენა იმაზე,თუ როგორ უნდა ვიმუშაო პროექტზე,რომ პროექტი წარმატებული და საინტერესო იყოს.
ქალბატონმა დიანამ გამაცნო“ პროექტზე დაფუძნებული სწავლების“ რვა ინდიკატორი;
ამ ტრენინგით დავასკვენი,რომ უმჯობესია  პროექტზე მუშაობის თემა თვითონ მოსწავლეებმა აირჩიონ,რათა პროექტის მანძილზე უფრო მოტივირებულნი იყვნენ;გავიგე აგეთვე რომ პროექტის შინაარს აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ჩემს მიერ შერჩეული ინდიკატორები,ვისწავლე სხვადასხვა შეფასების სქემის შექმნა,პრეზენტაციების გაკეთება  PowePoint-ში ,(თუმცა აქამდეც ვიცოდი)და მისი  გამოქვეყნება  ჩემს  ბლოგზე,აგრეთვე ძალიან მომეწონა ბროშურის შექმნა,რომელიც პროექტის მანძილზე  დახმარებას უწევს როგორც მასწავლებელს,ასევე მოსწავლეებსა და მის მშობლებს,გავეცანი 21-ე საუკუნის უნარებს და ძალიან მომეწონა,გავიგე რა არის ფასილიტატორი და შევქმენი შესაბამისი ნამუშევარი, რომ  მოსწავლეებს მივცე სწორი გზა პროექტზე მუშაობისას,გავეცანი საავტორო უფლებების წესებს,რაც ძალიან გამომადგება და გავითვალისწინებ შემდგომ მუშაობაში,ნათელი წარმოდგენა შემექმნა პროექტის მანძილზე მასწავლებლისა და მოსწავლის
როლზე,რომ მასწავლებელი ამ დროს არის მხოლოდ დამკვირებელი და გეზის მიმცემი,ხოლო მოსწავლე მუშაობს და ქმნის საბოლოო პროდუქტს.აგრეთვე ამ ტრენინგმა დამაახლოვა რაიონის სხვა სკოლის მასწავლებლებთან,ერთმანეთს ვუკავშირდებით და კომენტარებს ვუკეთებთ ერთმანეთის ნამუშევარს ბლოგის გვერდიდან,რაც ძალიან მსიამოვნებს.

    დღეს ჩემი პროექტი  ბლოგზე ავტვირთე დამოუკიდებლად და ძალიან გახარებული ვარ! გმადლობ ,ქალბატონო დიანა!


პროექტზე  მუშაობის ამსახველი ფოტოები:



                                            პროექტის  მე-8  დღე

დღეს ტრენინგზე  ქალბატონმა  დიანამ  გვაჩვენა მოსწავლეთა შეფასებების ნიმუშები,გავარჩიეთ,მივეცით  უკუკავშირი,გვესაუბრა ფასილიტატორის  რესურსებზე,მის შექმნაზე-როგორც ფასილიტატორები წინასწარ ვითვალისწინებთ  რა  გაუჭირდება მოსწავლეებს  პროექტზე  მუშაობის პერიოდში.
    მოვისმინე  როგორ შევქმნათ წარმატებული  სასწავლო  პროექტი,როგორი რესურსები  შევქმნა ,რომ უფრო წარმატებული ნამუშევარი  გამოვიდეს.
 გვესაუბრა  სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე,გარდნერის  მრავალმხრივ ინტელექტზე;ჩემი პროექტი  თანდათან უახლოვდება დასასრულს,იმედია კარგი  გამოვა. ავტვირთე  მე-3  ჯგუფის მიერ შესრულებული  პროექტზე მუშაობის ამსახველი მიმდინარე მუშაობის პრეზენტაცია.



пятница, 11 июля 2014 г.

                                                     ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ,ქალბატონი დიანა ,გვესაუბრა შეფასების სქემის  აგების ძირითად  საკითხებზე,გვაჩვენა მრავალი ნიმუში,აგვიხსნა ,რომ შეფასება უნდა გამომდინარეობდეს ჩვენს მიერ დასახული მიზნებიდან.
დავალებად მოგვცა-შევადგინოთ ჩვენს პროექტში დასახული აქტივობების შესაბამისი შეფასებების  ნიმუში.ავტვირთე მე-2 ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია.
ტრენინგის მე-6 დღე დღეს დამოუკიდებლად ავტვირთე პროექტზე მიმდინარე მუშაობის ამსახველი პრეზენტაცია.ძალიან მიხარია.

 პირველი ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია: