суббота, 12 июля 2014 г.

                                                      პროექტის  მე-9   დღე

ამ  ტრენინგით  ბევრი  რამ ვისწავლე,რაც ქალბატონ დიანას დამსახურებაა.
პირველ რიგში შემექმნა  წარმოდგენა იმაზე,თუ როგორ უნდა ვიმუშაო პროექტზე,რომ პროექტი წარმატებული და საინტერესო იყოს.
ქალბატონმა დიანამ გამაცნო“ პროექტზე დაფუძნებული სწავლების“ რვა ინდიკატორი;
ამ ტრენინგით დავასკვენი,რომ უმჯობესია  პროექტზე მუშაობის თემა თვითონ მოსწავლეებმა აირჩიონ,რათა პროექტის მანძილზე უფრო მოტივირებულნი იყვნენ;გავიგე აგეთვე რომ პროექტის შინაარს აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ჩემს მიერ შერჩეული ინდიკატორები,ვისწავლე სხვადასხვა შეფასების სქემის შექმნა,პრეზენტაციების გაკეთება  PowePoint-ში ,(თუმცა აქამდეც ვიცოდი)და მისი  გამოქვეყნება  ჩემს  ბლოგზე,აგრეთვე ძალიან მომეწონა ბროშურის შექმნა,რომელიც პროექტის მანძილზე  დახმარებას უწევს როგორც მასწავლებელს,ასევე მოსწავლეებსა და მის მშობლებს,გავეცანი 21-ე საუკუნის უნარებს და ძალიან მომეწონა,გავიგე რა არის ფასილიტატორი და შევქმენი შესაბამისი ნამუშევარი, რომ  მოსწავლეებს მივცე სწორი გზა პროექტზე მუშაობისას,გავეცანი საავტორო უფლებების წესებს,რაც ძალიან გამომადგება და გავითვალისწინებ შემდგომ მუშაობაში,ნათელი წარმოდგენა შემექმნა პროექტის მანძილზე მასწავლებლისა და მოსწავლის
როლზე,რომ მასწავლებელი ამ დროს არის მხოლოდ დამკვირებელი და გეზის მიმცემი,ხოლო მოსწავლე მუშაობს და ქმნის საბოლოო პროდუქტს.აგრეთვე ამ ტრენინგმა დამაახლოვა რაიონის სხვა სკოლის მასწავლებლებთან,ერთმანეთს ვუკავშირდებით და კომენტარებს ვუკეთებთ ერთმანეთის ნამუშევარს ბლოგის გვერდიდან,რაც ძალიან მსიამოვნებს.

    დღეს ჩემი პროექტი  ბლოგზე ავტვირთე დამოუკიდებლად და ძალიან გახარებული ვარ! გმადლობ ,ქალბატონო დიანა!


პროექტზე  მუშაობის ამსახველი ფოტოები:


Комментариев нет:

Отправить комментарий