პროექტის მე-8 დღე
დღეს ტრენინგზე ქალბატონმა დიანამ გვაჩვენა მოსწავლეთა შეფასებების ნიმუშები,გავარჩიეთ,მივეცით უკუკავშირი,გვესაუბრა ფასილიტატორის რესურსებზე,მის შექმნაზე-როგორც ფასილიტატორები წინასწარ ვითვალისწინებთ რა გაუჭირდება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პერიოდში.
მოვისმინე როგორ შევქმნათ წარმატებული სასწავლო პროექტი,როგორი რესურსები შევქმნა ,რომ უფრო წარმატებული ნამუშევარი გამოვიდეს.
გვესაუბრა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე,გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე;ჩემი პროექტი თანდათან უახლოვდება დასასრულს,იმედია კარგი გამოვა. ავტვირთე მე-3 ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტზე მუშაობის ამსახველი მიმდინარე მუშაობის პრეზენტაცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий