суббота, 19 июля 2014 г.
суббота, 12 июля 2014 г.
პროექტის მე-9 დღე
ამ ტრენინგით ბევრი რამ
ვისწავლე,რაც ქალბატონ დიანას დამსახურებაა.
პირველ რიგში შემექმნა წარმოდგენა იმაზე,თუ როგორ უნდა ვიმუშაო პროექტზე,რომ
პროექტი წარმატებული და საინტერესო იყოს.
ქალბატონმა დიანამ გამაცნო“ პროექტზე დაფუძნებული სწავლების“
რვა ინდიკატორი;
ამ ტრენინგით დავასკვენი,რომ უმჯობესია პროექტზე მუშაობის თემა თვითონ მოსწავლეებმა აირჩიონ,რათა
პროექტის მანძილზე უფრო მოტივირებულნი იყვნენ;გავიგე აგეთვე რომ პროექტის შინაარს აუცილებლად
უნდა შეესაბამებოდეს ჩემს მიერ შერჩეული ინდიკატორები,ვისწავლე სხვადასხვა შეფასების
სქემის შექმნა,პრეზენტაციების გაკეთება PowePoint-ში
,(თუმცა აქამდეც ვიცოდი)და მისი გამოქვეყნება ჩემს ბლოგზე,აგრეთვე
ძალიან მომეწონა ბროშურის შექმნა,რომელიც პროექტის მანძილზე დახმარებას უწევს როგორც მასწავლებელს,ასევე მოსწავლეებსა
და მის მშობლებს,გავეცანი 21-ე საუკუნის უნარებს და ძალიან მომეწონა,გავიგე რა არის
ფასილიტატორი და შევქმენი შესაბამისი ნამუშევარი, რომ მოსწავლეებს მივცე სწორი გზა პროექტზე მუშაობისას,გავეცანი
საავტორო უფლებების წესებს,რაც ძალიან გამომადგება და გავითვალისწინებ შემდგომ მუშაობაში,ნათელი
წარმოდგენა შემექმნა პროექტის მანძილზე მასწავლებლისა და მოსწავლის
როლზე,რომ მასწავლებელი ამ დროს არის მხოლოდ დამკვირებელი
და გეზის მიმცემი,ხოლო მოსწავლე მუშაობს და ქმნის საბოლოო პროდუქტს.აგრეთვე ამ ტრენინგმა
დამაახლოვა რაიონის სხვა სკოლის მასწავლებლებთან,ერთმანეთს ვუკავშირდებით და კომენტარებს
ვუკეთებთ ერთმანეთის ნამუშევარს ბლოგის გვერდიდან,რაც ძალიან მსიამოვნებს.
დღეს ჩემი
პროექტი ბლოგზე ავტვირთე დამოუკიდებლად და
ძალიან გახარებული ვარ! გმადლობ ,ქალბატონო დიანა!
პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტოები:
პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტოები:
პროექტის მე-8 დღე
დღეს ტრენინგზე ქალბატონმა დიანამ გვაჩვენა მოსწავლეთა შეფასებების ნიმუშები,გავარჩიეთ,მივეცით უკუკავშირი,გვესაუბრა ფასილიტატორის რესურსებზე,მის შექმნაზე-როგორც ფასილიტატორები წინასწარ ვითვალისწინებთ რა გაუჭირდება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პერიოდში.
მოვისმინე როგორ შევქმნათ წარმატებული სასწავლო პროექტი,როგორი რესურსები შევქმნა ,რომ უფრო წარმატებული ნამუშევარი გამოვიდეს.
გვესაუბრა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე,გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე;ჩემი პროექტი თანდათან უახლოვდება დასასრულს,იმედია კარგი გამოვა. ავტვირთე მე-3 ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტზე მუშაობის ამსახველი მიმდინარე მუშაობის პრეზენტაცია.
пятница, 11 июля 2014 г.
ტრენინგის მე-7 დღე
დღეს ,ქალბატონი დიანა ,გვესაუბრა შეფასების სქემის აგების ძირითად საკითხებზე,გვაჩვენა მრავალი ნიმუში,აგვიხსნა ,რომ შეფასება უნდა გამომდინარეობდეს ჩვენს მიერ დასახული მიზნებიდან.
დავალებად მოგვცა-შევადგინოთ ჩვენს პროექტში დასახული აქტივობების შესაბამისი შეფასებების ნიმუში.ავტვირთე მე-2 ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია.

пятница, 4 июля 2014 г.
ტრენინგის მე-5 დღე
თანდათან უფრო საინტერესო ხდება ჩვენი ტრენინგი;ტრენერმა განიხილა თითოეული ჩვენგანის powerPoint-ში შესრულებული პროექტის პრეზენტაცია,მოგვცა შენიშვნები,რასაც შემდგომში გავითვალისწინებ;აგრეთვე გვასწავლა ვორდში ტექსტის მონიშვნა და კომენტარის გაკეთება,გვესაუბრა ინტერნეტის მნიშვნელობაზე;განიხილა მე-4 მოდული,დავსვით საკითხის ირგვლივ შეკითხვები,რაზედაც ამომწურავი პასუხი გაგვცა ტრენერმა .დიდი მადლობა ქალბატონო დიანა!

вторник, 1 июля 2014 г.
proeqtis me-4 dge
პროექტის მეოთხე დღე დაიწყო თითოეული ჩვენგანის პროექტის გეგმის განხილვით,(განვიხილეთ პროექტის მოკლე მონახაზი) რამდენად შეესაბამებოდა პროექტის შინაარსს უკვე შედგენილი ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები .
გავიგე როგორ უნდა მოხდეს შეფასება.ტრენინგი იყო ნაყოფიერი და მოტივაციის მომცემი.
გავიგე როგორ უნდა მოხდეს შეფასება.ტრენინგი იყო ნაყოფიერი და მოტივაციის მომცემი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)